25 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 23 წლის ტურისტის ცხედარი 17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მდინარეში იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც ნიდერლანდების მოქალაქის ძიება ამ დრომდე გრძელდებოდა.

ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავები, სამძებრო სამუშაოებში, ასევე საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

დღის ამბები