04 ივნისი 2020,   00:10
ვრცლად
გორში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გორში, სოფელ კარალეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ერთმანეთს "ნისანის" მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.შეჯახების შედეგად "ნისანის" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მიკროავტობუსის ორი მგზავრი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრ "გორმედში" გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები