18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება. ქვეყანაში ვირუსით უკვე 372 ადამიანია  დაავადებული. გარდაცვლილია 1 პაციენტი, გამოჯანმრთელებული კი 28 ადამიანია. 

"სომხეთში კორონავირუსის გამო დაძაბული მდგომარეობაა, მაგრამ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ვცდილობთ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობით დიდი დარტყმა არ მივაყენოთ ეროვნული ჯანდაცვის სისტემას," - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

დღის ამბები