19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ მოსახლეობისთვის ფულადი შემწეობა რიგდებოდა - ქვემო ქართლის რწმუნებული

მარნეულის მერიასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობა დახმარების მიღების მოთხოვნით შეიკრიბნენ, განმარტება გააკეთა ქვემო ქართლის რწმუნებულმა.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ პირველად პროდუქტთან ერთად, მოსახლეობას თანხებიც დაურიგდებათ. ქვემო ქართლის რწმუნებული ამას დეზინფორმაციას უწოდებს. 

"გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად, მოსახლეობისთვის და ყველა მოსახლესთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობა 50 ლარის ოდენობით, რაც იყო დეზინფორმაცია და ამ ყველაფერის ორგანიზებაში იყო ჩართული ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ვინმე აზატ ქერივომი,“ - ამბობს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ ახლა პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის.

„მართული პროცესის ფარგლებში, ბევრი ხალხი გამოიყვანეს, ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა თურმე, რომ მერია, მთავრობა ფულს არიგებს, ეხმარება ყველას. ეს დრო არ არის იმისთვის, რომ ვიღაცამ ვიღაცას ანახო, რომ თურმე მერია ან მთავრობა ვერ მუშაობს. ეს დრო არის იმისათვის, რომ შევაჩეროთ ვირუსი და არა ჩავიწეროთ ქულები,“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

დღის ამბები