17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
"ახალი საქართველო" ანტიკრიზისულ გეგმას ექსპერტებთან ერთად განიხილავს

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმას ექსპერტებთან ერთად განიხილავს. მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებია. 

"ჩვენ შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც გავუგზავნეთ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრს, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან. ერთი, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები, ანუ ლოჯისტიკურად რა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ მეორე ეტაპზე გადავიდეთ და გადავიდეთ თავდასხმაზე. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ და გვაჩვენეთ თქვენი გეგმა, რომ ჩვენც გავითვალისწინოთ და ჩავერთოთ ამ გეგმის რეალიზებაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

 

დღის ამბები