19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლობით იყო გამოწვეული, ჩვენ მთავრობას უნდა ვენდოთ - ოპოზიცია საყოველთაო კარანტინზე

უწყებათაშორისი საბჭოს საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, საგანგებო რეჟიმის შემოღება, ალბათ აუცილებლობა იყო, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ გამკაცრებული რეგულაციები საქართველოს ეკონომიკაზე უმძიმესი დარტყმა იქნება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და წარადგინოს ახალი ბიუჯეტი, რომლითაც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს დაეხმარებიან.

"მთავრობა ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობს და როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება აუცილებლობით იყო გამოწვეული, ჩვენ მთავრობას უნდა ვენდოთ, ისინი ამას უკეთ ახსნიან. ვნახეთ, რომ ხელისუფლება საზოგადოების ერთ ჯგუფს ვერ გაუმკლავდა, რადგან ისინი კანონს არღვევდნენ. მნიშვნელოვანია, როდესაც მთელი ქვეყნის იზოლაცია ხდება, მას უნდა მოჰყვებოდეს ეკონომიკური გეგმა და ბიუჯეტი,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. 

იგივე პოზიცია აქვს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც. მისი თქმით, აუცილებელია მთავრობამ კონკრეტული გეგმა წარადგინოს. 

"როდესაც ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, იგი ვალდებულია, ამის პარალელურად საზოგადოებას უთხრას როგორ ხედავს ქვეყნისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო კრიზისულ ბიუჯეტზე უკვე მუშაობს.

"კრიზისული ბიუჯეტი მუშავდება მიზნობრივ ჯგუფებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ორი ძირითადი მიზანი გვაქვს - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, მათი სოციალური მდგომარეობის შენარჩუნება და ქვეყნის ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესების განვითარებისგან ეკონომიკის დაცვა," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძენ

დღის ამბები