19 მაისი 2024,   14:22
ვრცლად
გამკაცრებული შეზღუდვები სამეგრელოში - ბლოკ-პოსტები ფოთის შემოსასვლელ-გასასვლელში განთავსდება

ქვეყნის სრულ კარანტინამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი სამეგრელოში. იქ მცხოვრებ მოსახლეობას მკაცრ რეალობაში ცხოვრება უკვე მეორე დღეა უწევთ. დღეიდან რეგიონში რამდენიმე ახალი ბლოკ-პოსტი იქნება.

ვირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის გამო საპოლიციო ძალებმა გამშვები პუნქტი ახალ ადგილზე, სოფელ ცაცხვთან უკვე გამართეს. დღესვე რეგიონში გადაადგილებას საპოლიციო ძალების გარდა უკვე სამხედროებიც გააკონტროლებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, შესაძლოა ბლოკ-პოსტები აბაშაშიც განთავსდეს.

"ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთის შემოსასვლელ-გასასვლელში, თუმცა საპოლიციო ახლაც არის, მაგრამ ბარიერები იქნება შესაბამისად მოწყობილი ასევე ზუგდიდის შემოსასვლელში. სავარაუდოდ, აბაშასაც დავამატებთ, თუმცა აბაშაში პოლიცია არის. 9 საათის მერე ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის აუცილებლობა, რომ გამოვიდნენ გარეთ, მხოლოდ იმუშავებს აფთიაქი," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

დღის ამბები