19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა, ვცდილობთ მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ - ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ მაღალ რისკებზე საუბრობს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ფსოუს მონაკვეთიდან რეგიონში უკონტროლო შემოდინება ხდებოდა, რის გამოც ვითარება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, კიდევ უფრო მძიმეა ვითარება ცხინვალის რეგიონში, რადგან იქ "წითელი ჯვრის" გარდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობას დაეხმაროს.

"50 წლამდე ქალბატონი სოფელ საბერიოდან, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ცხელება გრძელდება და ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. 

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული და მძიმეა. გარდა "წითელი ჯვრისა", იქ წვდომა არ აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ ვცდილობთ მათი მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები