19 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ქუთაისში 18 საკონტროლი პუნქტი მოეწყო

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ქუთაისში 18 საკონტროლი პუნქტი მოეწყო. პუნქტები ქალაქის შესასვლელებში განთავსდა.

ადგილზე საპოლიციო და სამხედრო ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე მობილიზებული არიან მედიკოსები, რომლებიც მოქალაქეებს შეამოწმებენ.

პოლიციელები ავტომობილებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებენ და მათ რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ აცნობენ.

ვირუსის საფრთხის გამო შემოწმება ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს. მსგავსი საკონტროლო ბლოკ-პოსტები რამდენიმე ქალაქში ეწყობა.

დღის ამბები