23 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა - თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვის შეამოწმებენ ვირუსზე

კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც ყველა ექსპერტმა და სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. 

როგორც ცერცვაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, საბოლოოდ, შეთანხმდნენ ახალ პროტოკოლზე, რომელიც მოქმედისგან პრინციპულად განსხვავდება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მოქმედმა პროტოკოლმა შეკავების ფაზაში ეფექტურად იმუშავა, თუმცა რადგან ახლა ინფიცირების წყაროების დადგენა ვეღარ ხერხდება, ცვლილებები გახდა საჭირო. 

ცერცვაძის განცხადებით, დღემდე მოქმედი პროტოკოლი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, ვისაც ჰქონდა მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები და იყო მეორე აუცილებელი პირობა - ამ პიროვნებას აუცილებლად უნდა ჰქონოდა რამე რისკის შემცველი ქცევა - უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყანაში, მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან - ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფ პირთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.

"სამი პაკეტი შეიქმნა ალგორითმში - პირველი დარჩა უცვლელი, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ კვლავ დაექვემდებარებიან ტესტირებას, ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქცევებით, მაგალითად - პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან.მესამე პაკეტი - ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკფატქორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა," - ამბობს თენგიზ ცერცვაძემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყველა სტრუქტურამ დროული და ადეკვატური საპასუხო ზომებით შიდა გადაცემის პერიოდი მაქსიმალურად გადაწია.

დღის ამბები