28 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - ინციდენტი თავშესაფრის მაძიებელთა შენობაში მოხდა

ინციდენტი გერმანიაში - თავშესაფრის მაძიებელთა შენობიდან საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ქალაქ ჰალბერშტატში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარის დეტალები უცნობია. ინციდენტის მიზეზს პოლიცია იძიებს.

ჰალბერშტატში, თავშესაფრის მაძიებელთა დასახლებაში, კარანტინი 27 მარტს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.



დღის ამბები