28 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
მძიმე პნევმონიით 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას განცხადებითვე, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.

"ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ერთი არის კრიტიკული მდგომარეობით, რომლის ზოგადი მგომარეობა აღარ პროგრესირებს და რამდენიმე დღეში შეგვეძლება პროგრესირებაზე საუბარი.  მძიმე პნევმონიით 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ვფიქრობ, რომ ისინი გადმოინაცვლებენ პროგნოზულად კარგი შედეგების პაციენტებთან," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 174-მდე გაიზარდა. ახალ ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთი სომხეთიდან ჩამოსულ პირს. პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმში რჩება 5 010 მოქალაქე, გაირდაიცვალა ორი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი.

 

დღის ამბები