მართლმადიდებელი სამყარო უახლოეს დღეებში რამდენიმე უდიდესი დღესასწაულისთვის ემზადება - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება სახლში ილოცოს.
"როგორც სასულიერო პირები ხშირად ამბობენ, ღმერთი არის ყველგან და მეც მჯერა ამის, ღმერთი არის ყველგან. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვილოცოთ სახლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები ილოცებენ ჩვენთვის ტაძრებში," - აღნიშნა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.
მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ, 7 აპრილს, ხარებას, 12 აპრილს - ბზობას, 19 აპრილს კი აღდგომას ზეიმობს.