24 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
საბერძნეთიდან საქართველოში დღეს 120 მოქალაქე ჩამოფრინდება

რამდენიმე საათში სამშობლოში კიდევ საქართველოს 120 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი დედაქალაქში საბერძნეთიდან ჩამოფრინდებიან და სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული სპეცრეისები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 10 აპრილს შესრულდება ლარნაკა-თბილისი, 12 აპრილს ბერლინი-თბილისი, ხოლო 14 აპრილს ამსტერდამი-თბილისის რეისი. ბილეთების ღირებილება ყველა სპეცრეისზე 199 ევროს შეადგენს.

"საბერძნეთიდან დაბრუნება მინდოდა 19 მარტს, აღებული მქონდა ბილეთი. თღუმცა გაუქმდა. დავრეკე საელჩოებში, ცხელ ხაზზე და ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე. 7 რიცხვში უნდა ყოფილიყო ფრენა ათენი-თბილისი, 5-ში დაიდება ბილეთიო, ეს მითხრეს მხოლოდ. სია ჰქონდა საელჩოს, რომელმაც ეს ბილეთები თვითონ გაყიდა," - განაცხადა ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქემ.

დღის ამბები