საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 9 მოქალაქეა მოთავსებული.
მათგან საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტებს შესაბამისი ნიმუშები უკვე აუღეს და ლაბორატორიულ კვლევაზე გააგზავნეს.
დაუდასტურდებათ თუ არა მათ კორონავირუსი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
"ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის დავით ჯიქიას ინფორმაციით, კლინიკაში 9 პაციენტია მოთავსებული, თუმცა ამ ეტაპზე ცხელება მხოლოდ ერთს აღენიშნება.
"9 პაციენტი მოვათავსეთ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემოსვლის დროს ყველას აღენიშნებოდა ცხელება, ახლა კი მხოლოდ ერთს აქვს სიცხე. საეჭვო პაციენტების ანალიზები გადაგზავნილია და ველოდებით პასუხს,"- განაცხადა დავით ჯიქიამ.