საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კახეთის რეგიონში კონტროლის არეალი გაფართოვდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები რეგიონის შესასვლელებში მოეწყო.
ოცეულის მეთაურის გიორგი ახალმოსულიშვილის განმარტებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში, შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ.
ასევე, ადგილზე განხორციელდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.