25 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
ბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირების წყარო უცნობია

ბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - გვიან ღამით კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ინფიცირებულმა ცხელების ცენტრამდე სხვა კლინიკას მიმართა. მას იმ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია. კლინიკაში მედპერსონალს ჰქონდა ეკიპირება, თუმცა შემთხვევის დადასტურების შემდეგ კლინიკის 5 თანამშრომელი კარანტინში, 2 კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფიცირებული ქალი ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. მიმდინარეობს ამ კონტაქტების გამოკვლევაც.

ინფიცირებულს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის. ამჟამად ბათუმში 10 ინფიცირებულია.

დღის ამბები