ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, შეზღუდვებთან დაკავშირებით "კურიერი" იმ მოქალაქეებს ესაუბრა, რომელთა ახლობლები ოკუპირებულ ტერიტოირებზე იმყოფებიან.
მათი ინფორმაციით, რეგიონში არ არის საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები და აღჭურვლობა და ზოგადად, კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, არ არის მზაობა.
"ფაქტი არ დადასტურებულა, რომ იქ რამე არის დაფიქსირებული. როგორც ვიცი, უფრო ამკაცრებენ კონტროლს, რადგან აქედან ვინმე არ გადავიდეს. პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები არ ვიცი, არის თუ არა, მაგრამ ის ელემენტალური წამლებიც არაა, რაც სჭირდებათ. აქედან ვუგზავნით. თუმცა, ყველაფერი ჩაკეტილია და პროდუქტებსაც ვეღარ ვუგზავნით ისე, როგორც ადრე. კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით ხორციელდება," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.