20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და დაფინანსების გადახედვა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და მას აღნიშნულის გადახედვა სურს. დონალდ ტრამპის აღშფოთებას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებები იწვევს, რომელიც მუდმივად წინააღმდეგობაშია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებთან, როგორც ტრამპი აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ ჩინეთზეა ორიენტირებული. ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტი 400 500 ინფიცირებული ჰყავს. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში COVID-19-ით გარდაცვალების 1,900-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში ლეტალობის რეკორდული მაჩვენებელია.დაიღუპა 12 ათასზე მეტი . ქვეყნის ყველაზე წითელ ზონებად ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკის შტატია.

"აუცილებლად უნდა გადავხედოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციი9ს დაფინანსების საკითხს, ჩვენ ორგანიზაციის დასახმარებლად ყველაზე დიდ თანხებს ვიხდით, თუმცა ისინი ორიენტირებული არიან ჩინეთზე, მუდმივად აკრიტიკებენ ჩემს გადაწყვეტილებებს, მათ შორის გააკრიტიკეს ჩინეთთან მოგზაურობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები