26 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ - თეა წულუკიანი

როგორ უნდა გაგრძელდეს ღვთისმსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა დღის კურიერის ეთერში ისაუბრა. თეა წულუკიანმა კონკრეტულად არ უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ის საგანგებო ვითარების წესების დარღვევად ეკლესიებში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებას.

"არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი, ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც. წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული  კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს ის ჯარიმდება. გინდათ დასვათ კითხვა უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არ უნდა იყოს და ეს სწორია,"- განაცხადა წულუკიანმა. 

წულუკიანის თქმით, პირადად ის არ აპირებს სააღდგომო დღესასწაულებზე ეკლესიაში წასვლას და საეკლესიო მსახურებას დისტანციურად ადევნებს თვალს:

"რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება,  როგორც ერთ მართლმადიდებელს, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არამედ სხვა პირადი მოსაზრებებიდანაც გამომდინარე,  ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში - ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ დისტანციურად ვადევნო თვალი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები