23 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
სოხუმში 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის საავადმყოფოში 2005 წელს დაბადებული მოზარდი გარდაიცვალა. Sputnik Abkhazia-ს ინფორმაციით, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ.ოპერატიული შტაბი გარდაცვლილს კორონავირუსზე შეამოწმებს.

მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში 3 აპრილს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და 5 აპრილს ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.

მოზარდის მდგომარეობა გუშინ უკიდურესად დამძიმდა და ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ოპერატიულ შტაბში" ამბობენ, რომ მოზარდი შშმ პირი იყო, ქრონიკული დაავადებებით.

"ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიღეთ ანალიზი კოვიდ-19-ზე და პასუხს მიღებისთანავე გავასაჯაროებთ," - ამბობენ „შტაბში“.

 

დღის ამბები