16 მაისი 2024,   08:32
ვრცლად
პირველად 31 წლის განმავლობაში, 9 აპრილის მემორიალთან არავინ მისულა

კომენდანტის საათის გამო, პირველად 31 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან არავინ მისულა. გასულ წლებში კი, მემორიალთან დაღუპულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები ღამის 12 საათიდან იკრიბებოდნენ.

ისინი ყვავილებით ამკობდნენ მემორიალს და პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილთა სულებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები