19 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზა მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი აბულაძის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობა დღის განმავლობაში სრულად აღდგება.

 

დღის ამბები