მეზობელ სახელმწიფოებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება. კერძოდ, სომხეთში ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვეღარ ხდება ვირუსის შემთხვევების კონტროლი.
არსენ ტოროსიანის თქმით, დინამიკის შემცირების მიუხედავად, ვირუსის წყაროები, ხშირად იდენტიფიცირებული არ არის. სომხეთში ინფიცირებულია 937 ადამიანი, ვირუსს 12 მათგანი ემსხვერპლა.
"როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცრებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, მოვახდინოთ ინფიცირებული ადამიანების იზოლირება და ვუმკურნალოთ,"- აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი.