20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
კომენდანტი საათი თურქეთის 31 დიდ ქალაქში და 334 ინფიცირებული ექიმი უკრაინაში - COVID-19 საქართველოს სამეზობლოში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. იმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც. თურქეთის ხელისუფლებამ 31 დიდ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში კომენდანტის საათი დააწესა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ პურის საცხობები, საავადმყოფოები, აფთიაქები და ის დაწესებულებები, სადაც სამედიცინო პროდუქციას ამზადებენ. ქვეყანაში კორონავირუსით 1 006 ადამიანია გარდაცვლილი, ბოლო 24 საათში დაიღუპა 98.

რაც შეეხება ოკუპანტ რუსეთს, ქვეყანა მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებაზე, ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი მეფლოქინია, რომლის ვირუსის საწინააღმდეგო აქტიურობა კვლევებმა დაადასტურა, რუსეთში არსებული მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი, ლეტალურად დასრულდა ინფიცირების 94 შემთხვევა.

917 მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სომხეთში, ქვეყანაში ამ დროისთვის 12 გარდაცვლილია.

აზერბაიჯანში COVID-19-ის 991 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 10 ადამიანი.

უკრაინაში კორონავირუსით 334 მედიკოსია ინფიცირებული. პრეზიდენტის განცხადებით უკრაინა მზადაა ეპიდაფეთქებისთვის რადგან უკვე შეძენილი აქვთ საჭირო აღჭურვილობა ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან.

"ჩვენ ხშირად გვადანაშაულებენ უმოქმედობაში, თითქოს დაღლილები ვართ, მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა დავიღალეთ, მაგრამ არ გავტყდით, ჩვენი ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება, 1 კვირის განმავლობაში ჩვენმა თვითმფრინავებმა ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან მოახერხეს და ჩამოიტანეს პანდემიასთან საბრძოლველად ყველა საჭირო ინვენტარი, კიდევ ველოდებით 4 თვითმფრინავის დაბრუნებას. ჩვენ გვექნება ნახევარი მილიონი რესპირატორი, 10 მილიონი ნიღაბი, 100 000 სწრაფი ტესტი, 20 000 სათვალე და ყველა ის ინვენტარი, რომელიც ამ დროისთვის ქვეყნის ჯანდაცვის უწყებას ესაჭიროება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები