21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ტრამპი იმედოვნებს, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი პანდემიის გამო ქვეყანაში ფატალური შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას აანონსებს, თუმცა ტრამპი იმედს გამოთქვამს რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს არ გადააჭარბებს. ჯანდაცვის უწყების განცხადებაში ნავარაუდები იყო, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, თუმცა როგორც თავად ტრამპი აღნიშნავს, სწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, შესაძლო გარდაცვალების შემთხვევები შეამცირა. შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 2 108 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში 502 ათასზე მეტი ინფიცირებული და 18 ათასზე მეტი გარდაცვლილია. გარდა ამისა შტატები სავიზო სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც პანდემიის პირობებში ქვეყნიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანის პროცესს გააჭიანურებენ. დონალდ ტრამპმა შესაბამისს მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.

"გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება, ეს არის იმაზე ნაკლები ვიდრე აქამდე პროგნოზირებდნენ, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ბედნიერი ვიქნებით თუ გარდაცვლილთა რაოდენობა 60 000 იქნება, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით, ჩვენმა დროულმა რეაგირებამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევათა წინასწარი მოცემულობის ზღვარი, თუ აქამდე აცხადებდნენ, რომ შესაძლოა პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი ყოფილიყო 100 000 დან 200 000-მდე, ჩვენ ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე დავწიეთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები