21 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრმა კარანტინი 3 მაისამდე გაახანგრძლივა

იტალიასა და ესპანეთში ბოლო პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა იზოლაციაში რჩება, ესპანეთისა და იტალიის ხელისუფლებებმა ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის წარმომადგენლებს მომავალი კვირიდან საქმიანობის გაგრძელების ნება დართეს. იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 570, ესპანეთში კი - 605 ადამიანი დაიღუპა. ​იტალიის პრემიერ-მინისტრმა კარანტინი 3 მაისამდე გაახანგრძლივა. ასევე ცნობილი ხდება,რომ იტალიას შესაძლოა შეერთებული შტატები დაეხმაროს და სამხედროები გაუგზავნოს. შესაბამისი განკარგულება დონალდ ტრამპმა უკვე გასცა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება შეზღუდვები გავახანგრძლივოთ 3 მაისამდე, ეს რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა აუცილებელი, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით, გვაქვს პოზიტიური შედეგები, რაც სწორედ შეზღუდვების დაწესებამ განაპირობა, იმედი მაქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა შენარჩუნდება და ყველანი დავრჩებით სახლში, სულ მცირე 3 მაისამდე მაინც."- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

დღის ამბები