20 მაისი 2024,   23:47
ვრცლად
შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნისას, სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს.

"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეპიდემიის შემცირება შეინიშნება, თუმცა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. დაღმასვლა ისეთივე საშიში შეიძლება იყოს, როგორც აღმასვლა, თუ ის სწორად არ იქნება მართული,"- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ამ დროის მონაცემებით COVID-19-ით მსოფლიოში მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 102 ათასს აჭარბებს. დაავადება თითქმის 377 ათასმა ადამიანმა დაამარცხა.

დღის ამბები