20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
ბუნტი რუსეთის ციხეში - მსჯავრდებულებმა რამდენიმე ნაგებობას ცეცხლი წაუკიდეს

რუსეთში, ირკუტსკის ოლქის კოლონიაში ბუნტი მოხდა. მედიის ცნობით, მე-15 კოლონიაში ბუნტს სავარაუდოდ წინ ერთ-ერთ პატიმარსა და ციხის თანამშრომელს შორის კონფლიქტი უძღოდა. მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ნაგებობას ცეცხლი წაუკიდეს. კოლონიასთან ყველა მისასვლელი გზა გადაკეტილია, არსებობს ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის არიან დაშავებულები.

დღის ამბები