20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
"ბითლზის" სიმღერის ხელნაწერი აუქციონზე 910 ათას დოლარად გაიყიდა

პოპულარული მუსიკალური ჯგუფის "ბითლზის" სიმღერის ხელნაწერი შეერთებულ შტატებში აუქციონზე 910 ათას დოლარად გაიყიდა. სიმღერა "ჰეი ჯუდ"-ის ტექსტი პოლ მაკარტნის ხელით არის დაწერილი. ლოტის საწყისი ფასი 160 ათასი დოლარი იყო. სიმღერა მაკარტნიმ 1968 წელს დაწერა, 1969 წელს კი კომპოზიცია "გრემის" რამდენიმე ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

დღის ამბები