20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
ბორის ჯონსონის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი კვლავ კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

ბრიტანეთში ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 74 ათას მიაღწია. ვირუსმა 8900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა .

"ამ დროისთვის საავდმყოფოებში 19 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.იზრდება ფატალურ შემთხვევების რაოდენობა. ძალიან ვწუხვარ ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების გამო. მინდა სასიხარულო ინფორმაციაც გაგიზიაროთ. პრემიერ ბორის ჯონსონის ჯანმრთლობის მდგომარეოპბა დღითი დღე უმჯობესდება. მას პირადად სურს მადლობა გადაუხადოს როგორც კლინიკის თანამშრომლებს ასევე მთელ მოსახლეობას," - განაცხადა დიდი ბრიტანეთს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა.

რაც შეეხება გერმანიას, იქ ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4,133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 171 ადამიანი. ქვეყანაში სულ, კორონავირუსის 117,658 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 2,544. 

დღის ამბები