06 სექტემბერი 2026,   06:24
ვრცლად
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა

ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა ავტოავარიის შედეგად თბილისში. გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.

დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ღუდუშაურის კლინიკასა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციასა და მედიკოსებთან ერთად მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

დღის ამბები