ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც გუშინ "კოვიდ 19"-ის შემთხვევა დადასტურდა, სოფელში შესვლასა და გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდა.
ჯერ არ არის ცნობილი ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი, თუმცა ისინი კარანტინში უკვე გადაიყვანეს. როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობელ ხუთსულიან ოჯახსაც, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო.
ამ დრომდე დაკეტილია ის ქსელური მაღაზია, რომელშიც, როგორც ცნობილია, დაავადებული ქალი ხშირად დადიოდა.