19 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა, მაგრამ მისი შემჩნევა მეზობლებმა მხოლოდ გამთენიისას შეძლეს.

გარდაცვლილია 57 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი ოჯახი თბილისში იმყოფებოდა. 

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დღის ამბები