20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
ჩინეთში კაცმა შვილისთვის კორონავირუსისგან დამცავი სპეციალური კოსტიუმი შექმნა

დაიწყება თუ არა ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღა - ქვეყანაში ბოლო 5 კვირაში "კოვიდ -19"-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 108 შემთხვევიდან 98 იმპორტირებულია.

ინფიცირებულების უმრავლესობა უცხოეთიდან დაბრუნებული ჩინეთის მოქალაქეა. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა ჩინეთში 82 160-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 3 341 ადამიანი.

"კოვიდ-19"-ის პანდემიის გამო ადამიანების ნაწილმა საკუთარ თავში გამომგონებლის ნიჭიც აღმოაჩინა და ამ გზით ისინი ახალ გარემოსთან ადაპტაციასაც ცდილობენ. ჩინელმა ცაო ჯანჯიმ შვილისთვის სპეციალური დამცავი კოსტიუმი შექმნა, რათა საჯარო სივრცეში მისი გადაადგილება უსაფრთხო იყოს. პატარა კოსმონავტის კოსტიუმს შეუძლია გარემოში ჰაერის სისუფთავის მაჩვენებელიც გაზომოს.

დღის ამბები