19 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
ხელისუფლებამ უნდა დადოს კონკრეტული გეგმა, რას აპირებს ეკონომიკაში - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებასთან ერთად ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რეალური გეგმა,  რას აპირებს ბიზნესის, უმუშევრად დარჩენილების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას აპრილის თვეში სამოქმედო გეგმა უკვე მზად უნდა ჰქონდეს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო კარანტინის ყველა იმ ზომას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ბევრად მეტ და მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც აქვს უკიდურესად მძიმე ეფექტი ეკონომიკაზე.

ამიტომ, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, რას აპირებს ეკონომიკაში. არა აბსტრაქტულად პოსტკრიზისულ პერიოდზე, როგორც აქამდე იყო, არამედ კონკრეტულად, აპრილში რის გაკეთებას აპირებს, როგორ ეხმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს და ბიზნესს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები