20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

თურქეთში კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 97 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა 4 800-ით გაიზარდა. დღემდე ქვეყანაში ვირუსით 1 198 პაციენტია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3 446-ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირებულია სულ 56 956 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ სომხეთში დაავადებულთა რიცხვი 1 013-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ამჟამად მკურნალობას 803 პაციენტი გადის, 197 უკვე განიკურნა. ვირუსს სომხეთში დღემდე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ კორონავირუსი კიდევ 40 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 1 098-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, ხოლო დაღუპულია - 11. მკურნალობას 837 პაციენტი განაგრძობს.

უკრაინაში, სადაც კორონავირუსით 2 777 ადამიანია ინფიცირებული, ლეტალურად დასრულდა 83 შეთხვევა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთში ინფიცირებულია 16 000-მდე ადამიანი, გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ 130 შეადგინა. ვირუსი კი დაამარცხა 1 300-მდე ადამიანმა.

დღის ამბები