20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ხალხმრავლობა მონასტერში - პოლიციამ მონტენეგროში მიტროპოლიტი და რამდენიმე სასულიერო პირი დააკავა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში  მიტროპოლიტი ამფილოქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი და მონასტერში შეკრებილი მორწმუნე დააკავა. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტის დაკავება დაგმო და პოლიციას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სამართალდამცველების განცხადებით, სასულიერო პირები პოლიციაში მათი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს, რათა დაედგინათ, რატომ იყო ხალხი აკრძალვის მიუხედავად მონასტერში შეკრებილი. დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს. 

"ახალი კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და საეკლესიო ცხოვრება. მორწუნეებისთვის დაიხურა ტაძრები, ვერ იღებენ ზიარებას. ეს ყველაფერი კი გაუცხოების შეგრძნებას იწვევს. თუმცა, უნდა გავიგოთ და თანხმობა განვაცხადოთ, რომ მიღებული ზომებით არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა,“ - ამბობს სასულიერო პირი. 

დღის ამბები