19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
იესო ქრისტეს ქანდაკება ექიმის ფორმით - შთამბეჭდავი კადრები რიო-დე-ჟანეიროდან

აღდგომის წმინდა კვირას რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკება ექიმის ფორმით გაანათეს, ქალაქის მთავრობამ ღონისძიებით სოლიდარობა გამოხატა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების მიმართ, ქრისტეს ქანდაკება გაფორმდა სხვადასხვა ქვეყნის დროშებით და სიტყვებით, "მადლობა" ექიმებს და "იმედი კაცობრიობას, რომ დავამარცხებთ კორონავირუსს".

ბრაზილიაში კორონავირუსის 22 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ლეტალურად დასრულდა 1 200 შემთხვევა

პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი კულტურის ცენტრები თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების გასამხნევებლად სპეციალურ სასცენო ჩვენებებს მართავს. იტალიაში, ანდრეა ბოჩელის "ავე მარიას", ჩეხეთის ეროვნული ბალეტის დასმა კორონავირუსის წინააღმდეგ დადგმული სასცენო ნომრით უპასუხა, რომელიც აღდგომის წმინდა კვირაში ეროვნული ტელევიზიის ეთერში გადაიცემა. ნომრის მთავარი მოტივები სოციალური დისტანცია და სამედიცინო პირბადის გამოყენებაა.

დღის ამბები