19 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
მკაცრი კარანტინი 18 კომლიან სოფელში - ხიდისყურის შესასვლელებთან ბლოკპოსტები განათავსეს

მკაცრი კარანტინი ხიდისყურში - სოფელში, სადაც 18 ოჯახი ცხოვრობს, მეორე დღეა მკაცრი ზომები მოქმედებს. სამართლადამცველებმა ბლოკპოსტები სოფელ ხიდისყურთან გუშინ, დღის ბოლოს განათავსეს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელში შეზღუდულია მუშაობა მედიისთვისაც.

სოფელ ხიდისყურში გუშინ კორონავირუსის მეორე შემთხვევაც დადასტურდა. 30 წლის ქალი ბოქსირებულ განყოფილებაში, მისი ოჯახი კი კარანტინში გადაიყვანეს, ასევე ახალგაზრდა ქალია სოფელში პირველი დაინფიცირებულიც.

"ჩატარდა თერმოსკრინინგი, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე გართულება ან რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება. შესაბამისად, სრულად კონტროლირებადია სიტუაცია. სიტუაციას პოლიციური ძალები აკონტროლებენ. ადგილზე ყველა, ნებისმიერ მოთხოვნა რაც მოსახლეობას აქვს, ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ყველაფერზე დროულად," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.  

დღის ამბები