18 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გაგრძელდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება. დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში გარდაცვალების 566 და ინფიცირების 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, შედეგად ქვეყანაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.

მონაცემები მატულობს საფრანგეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდა.

კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული ჰყავს შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა შორის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 13 თანამშრომელია. კოვიდინფექცია დაუდგინდა გაეროში მომუშავე 189 ადამიანს, ვირუსმა ორგანიზაციის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შეწყვეტა მხოლოდ ეფექტიან ვაქცინას შეუძლია.

დღის ამბები