20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ბოლო 24 საათში 98 გარდაცვლილი და 4 ათასზე მეტი ინფიცირებული თურქეთში - საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს

კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს რეგიონის ქვეყნებში. ბოლო 24 საათში თურქეთში გარდაცვალების 98 და ინფიცირების 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში COVID-19-ით ათას 300-მდე ადამიანია გარდაცვლილი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვირუსის შესაჩერებლად ყოველ შაბათ-კვირას კომენდანტის საათს აწესებს. აკრძალვები 63 მილიონ მოსახლეს ეხება. პანდემიის გამო თურქეთის ციხეებიდან 90-ი ათასამდე პატიმრის დროებით გათავისუფლება იგეგმება.

ყოველდღიურად სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ქვეყანაში კოვიდინფექციით 18 ათასზე მეტი ინფიცირებული და 148 დაღუპულია. რაც შეეხება სომხეთს, ფატალური შემთხვევების რიცხვი აქ 14-ს, აზერბაიჯანში კი 12-ს შეადგენს.

დღის ამბები