პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო, დღეს კლინიკას დატოვებს. მისივე თქმით, დღესვე კლინიკას დატოვებს კიდევ ერთი პირი, ის 65 წლის ქალია.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 85 პაციენტი, აქედან ინფიცირებული არის 67. იცით, რომ ჩვენ გვყავდა პირველ პაციენტი კრიტიკული 62 წლის ქალბატონი. თქვენ იცით, რომ მისი მდგომარეობა იო კლინიკაში შემოყვანისას ტერმინალური. ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი დღეს რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მდგომარეობით. ასევე გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა 65 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას," - განაცხადა ლევან რატიანმა.