20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები თურქეთის ციხეებში - ქვეყანაში 45 000 პატიმარს დროებით ათავისუფლებენ

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.  1 198 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ციხეებს, დღემდე კორონავირუსი 17 პატიმარსა და ციხის 79 თანამშრომელს დაუდასტურდა. ლეტალურად დასრულდა 3 შემთხვევა.

თურქეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ციხეებიდან დაახლოებით 45 000 პატიმრის დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. კანონი დაახლოებით ამავე რაოდენობის პატიმრების მუდმივ გათავისუფლებასაც ითვალისწინებს, რისი მიზანიც გადავსებულ ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირებაა.

დღის ამბები