20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
პანდემიის გამო ინდოეთში უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებს მოსახლეობა საკვებს აწვდის

კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებულ ნიუ დელიში უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებს ადგილობრივებმა საკვები პროდუქტები მიუტანეს.

უკვე რამდენიმე კვირაა ინდოეთის დედაქალაქში ცხოველები ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენებით იკვებებიან.

პანდემიის გამო ადგილობრივების იზოლაციაში ცხოვრებამ, საფრთხე შეუქმნა ცხოველებსაც. ბოლო მონაცემებით ინდოეთში 11 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 358 ადამიანი. მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის უმკაცრესი ზომები აამოქმედა.

დღის ამბები