18 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, ბზობის დღეს შსს-ს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იგეგმება საგანგებო ვითარების პირობებში არსებული რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით აღსრულების გამკაცრება, თუმცა ჯარიმების რაოდენობა იგივე დარჩება. გიორგი გახარიას თქმით, აღსრულება ნაკლებ ეფექტური იყო ბზობის დღესასწაულზე:

"ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები