20 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
NATO-ს ონლაინ მინისტერიალზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე იმსჯელებენ

NATO-ს თავდაცვის მინისტრები 15 აპრილს დაგეგმილ ონლაინ-შეხვედრაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ონლაინ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, NATO აგრძელებს მოკავშირეების და პარტნიორების დახმარებას. მისივე განცხადებით, ალიანსის სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებისა და გადანაწილების პროცესში.

"ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც პანდემიის დროს დეზინფორმაციის გავრცელებას პროპაგანდისტული მიზნებით ცდილობენ, ეს არ უნდა ხდებოდეს. ხვალინდელ შეხვედრაზე NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებით ცდილობენ ჩვენს დაყოფას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის ფაქტები და სიმართლე, დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღი, რომელიც NATO-ს აქვს არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ კრიზისის დროს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები