23 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
COVID-19-ით დაინფიცირებული ექიმი თბილისში გადმოიყვანეს - ის ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსის მამაა

კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმი გუშინ გვიან ღამით ფოთიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეს ფოთში COVID-19-ის პირველი შემთხვევაა. 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ის ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსის მამაა. დღეს უნდა გახდეს ცნობილი დაავადდნენ, თუ არა ექიმის ოჯახის წევრებიც. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პასუხების მიღებამდე კი ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

დღის ამბები