ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთ პირს ანალიზი ქუთაისის ლაბორატორიაში აუღეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ადგენენ.
ორი პაციენტი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით კი აჭარიდან გადაიყვანეს. ისინი დედა-შვილი არიან და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენენ. ინფექციურ საავადმყოფოში სულ 23 პაციენტია, მათგან სამი არასრულწლოვანია, 12 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.