21 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
ევროპის ქვეყნების ნაწილი დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის

გასულ დღე-ღამეში 602 ადამიანი დაიღუპა იტალიაში. საერთო ჯამში ვირუსი ქვეყანაში 162 ათასზე მეტ ადამიანს აქვს.

ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით იტალია ჩამოიტოვა ესპანეთმა, სადაც ვირუსით 18 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის მიუხედავად ქვეყნების ნაწილი დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს უკვე ეტაპობრივად ხსნის - მათ შორის არის დანია. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება. სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სოციალური დისტანციის დაცვითა და დასუფთავების მკაცრი რეჟიმით ჩატარდება.

შეზღუდვების შემსუბუქებაზე დღეს იმსჯელებს გერმანიის მთავრობაც. შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა ავსტრიაშიც.

დიდ ბრიტანეთში კი 24 საათში ვირუსით თითქმის 800-მდე ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში მკაცრი ზომების შემსუბუქებას ნაადრევად მიიჩნევენ.

დღის ამბები